2023-04-14
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს საქართველოში ,,დედაენის დღე" 1990 წლიდან აღინიშნება.
დედაენის სიყვარული არის ის განძი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება ადამიანს.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის III კლასის მოსწავლეებმაც შეიტანეს მცირე წვლილი ამ ლამაზი დღის აღნიშვნაში.
ამ დღისთვის ისინი საგანგებოდ მოემზადნენ, ისწავლეს ლექსები დედაენაზე, მოისმინეს ჰიმნი ,,ასო-ბგერებზე", საკუთარი ხელით დაამზადეს ქართული ასოები და მოაწყვეს გამოფენა.